07 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის მზადაა

კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპთან შეხვედრისთვის მზადაა. ამ თემაზე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა ტელეკომპანია BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

დიმიტრი პესკოვის თქმით, შეხვედრის ორგანიზებას თვეები დასჭირდება.

მისივე თქმით, შესაძლოა ეს საკითხი ორი ქვეყნის ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროსაც განიხილონ, რომელიც უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. ვლადიმერ პუტინი აპირებს, რომ თავის ამერიკელ კოლეგას მისალოცად დაურეკოს.

დღის ამბები