07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
იტალიაში მომხდარი ავარიის შედეგად 16 მოსწავლე დაიღუპა

იტალიის ქალაქ ვერონის მახლობლად სკოლის მოსწავლეები ავარიაში მოყვნენ. ავტობუსი, რომლითაც უნგრელი მოსწავლეები მგზავრობდნენ, მაგისტრალზე ბეტონის სვეტს შეეჯახა და ცეცხლი წაეკიდა.

შემთხვევის შედეგად დაიღუპა 16 ადამიანი, 39 კი დაშავდა, 10 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. გარდაცვლილთა ასაკი 14-დან 18 წლამდეა.

ავტობუსი ბუდაპეშტში საფრანგეთიდან ბრუნდებოდა, სადაც მოსწავლეები დასასვენებლად იმყოფებოდნენ.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ გადავიდა ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან.  

დღის ამბები