07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდა - თურქეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა

თურქეთის პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას ითვალისწინებს.

ფარული კენჭისყრისას დოკუმენტის სასარგებლოდ ხმა 339-მა დეპუტატმა მისცა, 142 კი წინააღმდეგი წავიდა.

კანონპროექტს პრეზიდენტი ერდოღანი, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში დაამტკიცებს, გაზაფხულზე კი საკითხს რეფერენდუმზე გაიტანენ.

საკონსტიტუციო ცვლილებები თურქეთის პრეზიდენტს უფლებას ანიჭებს, დაშალოს პარლამენტი, დანიშნოს და გადააყენოს მინისტრები. დოკუმენტი თურქეთის ისტორიაში პირველად პრემიერის პოსტის გაუქმებასაც ითვალისწინებს. 

დღის ამბები