07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
აშშ-ს 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის დეტალები

დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატების ერთგულად მსახურების პირობა ორ ბიბლიაზე დადო. პირველი მას დედამ 1955 წელს სკოლის დამთავრების აღსანიშნავად აჩუქა, მეორე კი ქვეყნის მე-16 პრეზიდენტს, აბრაამ ლინკოლნს, ეკუთვნოდა. ტრამპმა ვაშინგტონის დროით 12 საათზე ფიცი წარმოთქვა, რის შემდეგაც მან კაპიტოლიუმის შენობის წინ შეკრებილებს პირველი სიტყვით მიმართა.

გავრცელებული ცნობით, 45-ე პრეზიდენტის მიმართვა ეროვნულ მოლზე 900 ათასამდე ადამიანმა მოისმინა.

კაპიტოლიუმიდან პრეზიდენტი საპატიო ყარაულით გააცილეს, რის შემდეგაც დონალდ ტრამპი ინაუგურაციისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასასწრებად გაემგზავრა.

დღის ბოლოს პრეზიდენტი და პირველი ლედი ოფიციალურ საინაუგურაციო წვეულებებს დაესწრნენ. ახალ რანგში პირველი ცეკვა წყვილმა ფრენკ სინატრას სიმღერის ფონზე შეასრულა.

კიდევ ერთი მეჯლისი პრეზიდენტის პატივსაცემად ეროვნული მუზეუმის შენობაში გაიმართა, სადაც ქვეყნის პირველმა პირმა და ვიცე-პრეზიდენტმა საზეიმო ტორტი ხმლით გაჭრეს. სამხედროების აღლუმზე დონალდ და მელანია ტრამპებმა კიდევ ერთხელ იცეკვეს.

 

 

ავტორი: ნინო დვალიშვილი 

 

დღის ამბები