07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
აშშ-ში დიდი ინტერესი პრეზიდენტის და ახალი ლედის ჩაცმულობამაც გამოიწვია

ამერიკის შეერთებულ შტატებში რიგით 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გუშინ გაიმართა. ცერემონიაზე პოლიტიკური შინაარსის გარდა, საზოგადოების ყურადღების ცენტრში პრეზიდენტის და პირველი ლედის ჩაცმულობა, ცეკვა და სტუმრებისთვის გამზადებული სუფრაც მოექცა.

საღამოს ერთ-ერთი მთავარი მოვლენა იყო, როგორ კაბაში გამოჩნდებოდა პირველი ლედი წვეულებაზე. მელანია ტრამპს კაროლინა ჰერერას მოდის სახლის ყოფილი კრეატიული დირექტორის, ფრანგი დიზაინერის, ერვე პიერის, რძისფერი კაბა ეცვა.

პირველი ლედის გარეგნობამ სოციალური მედიის მომხმარებლებში აღფრთოვანება გამოიწვია. თუმცა, პრესამ აღნიშნა, რომ ტრამპს ცეკვა არ ეხერხება. საუკეთესოდ შეფასდა დონალდ ტრამპის შვილის, ივანკა ტრამპის, ჩაცმულობაც.

ინაუგურაციის ცერემონიისთვის კოსტიუმი მელანია ტრამპს ამერიკელმა დიზაინერმა, რალფ ლორენმა, შეუკერა, რომელიც 5 პირველი ლედის ჩაცმულობაზე ზრუნავდა. მისი ცისფერი ელეგანტური კაბა მოდის კრიტიკოსებმა ჟაკლინ კენედის კოსტიუმსაც შეადარეს.  

ცერემონიაზე დომინანტი ფერი თეთრი იყო. სწორედ ამ ფერის სამოსი შეარჩიეს დონალდ ტრამპის ქალიშვილებმა. ივანკა ტრამპს ოსკარ დელა რენტას ასიმეტრიული კოსტიუმი ეცვა.

თეთრ ფერზე გააკეთა არჩევანი ჰილარი კლინტონმაც, რომელიც ამ ფერის კოსტიუმებს კამპანიის ყველა მნიშვნელოვან შეხვედრაზეც იცვამდა.

დღის ამბები