07 ოქტომბერი 2024,   10:34
ვრცლად
აშშ-ში აქციის მონაწილეებმა ტრამპის საწინააღმდეგო სლოგანებით ქუჩები დაიკავეს

აშშ-ში ახალი პრეზიდენტის კორტეჟის პენსილვანია ავენიუზე მსვლელობის დროს პარალელურ ქუჩაზე პოლიცია სპეცოპერაციას ატარებდა.

ხმოვანი ყუმბარები და ცრემლსადენი გაზი შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციების დასაშლელად გამოიყენეს. ასობით ადამიანის ქუჩებში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დროს გამოვიდა.

აქტივისტებმა პოლიციას ქვები და ბოთლები დაუშინეს, რასაც სამართალდამცველებთან შეტაკება მოჰყვა. პოლიციამ მათ ხელკეტებით სცემა.

აქტივისტებმა სხვადასხვა დაწესებულების მინებიც ჩაამტვრიეს. მათ, ტრამპის საწინააღმდეგო სლოგანებით ქუჩები დაიკავეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათი შეკავება შეძლეს.

პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა. შეტაკებების დროს დაშავდა პოლიციის ექვსი ოფიცერი. საპროტესტო გამოსვლები დედაქალაქში მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

დაკავებებით დასრულდა აქცია ნიუ-იორკშიც. ტრამპის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა ლოს-ანჟელესშიც. აქ ქუჩებში ათასამდე ადამიანი გამოვიდა, მათ შორის ლათინოამერიკელები, რომლებმაც ახალი პრეზიდენტის განცხადებები გააპროტესტეს.

პროტესტი არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა შტატში გამოხატეს.

 

 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი

დღის ამბები