07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე დღე სკანდალის და საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე დღე სკანდალის და საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

დემონსტრაციები, რომელიც გუშინ ამერიკის ქალაქებში, მათ შორის ვაშინგტონში დაიწყო და პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა, დღეს ორგანიზებული და ძალიან მასშტაბური საპროტესტო აქციით გრძელდება.

ჯერ კიდევ დღეს დილით სოციალურ ქსელში აქციაზე მიმავალი 229.000 მონაწილე იყო დარეგისტრირებული. დილიდან დაგვიანებით მუშაობს ვაშინგტონის მეტრო.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით 60-მდე ქვეყნაში დღეს 673 პარალელური საპროტესტო მარში იმართება, მათ შორის თბილისშიც.

 

ავტორი: დავით ნიკურაძე

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები