07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
ქალთა მარში აშშ-ში ცნობილი სახეების მონაწილეობით - შეკრებილები ტრამპის წინააღმდეგ გამოვიდნენ

მასშტაბური აქცია ვაშინგტონში გვიანობამდე გაგრძელდა. შეკრებილები ქალთა უფლებების დასაცავად და დონალდ ტრამპის მიერ სხვადასხვა დროს ქალებზე გაკეთებული განცხადებების გასაპროტესტებლად გამოვიდნენ. ე.წ. ქალთა მარშს ამერიკის სხვადასხვა შტატიდან ჩამოსული ასობით ათასი ადამიანი დაესწრო.

დემონსტრაციაში ცნობილი მსახიობები და მომღერლებიც მონაწილეობდნენ - მათ შორის ბიონსე, შერი, სკარლეტ იოჰანსონი, მადონა.

ამერიკის გარდა მსგავსი აქციები მსოფლიოს 60-მდე ქვეყანაში გაიმართა.  

დღის ამბები