07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ტრამპმა დაზვერვის სამსახურს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

ტრამპმა დაზვერვის სამსახურს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. "ძალიან ცოტა ადამიანს შეეძლო იმის გაკეთება, რასაც თქვენ აკეთებთ და მინდა იცოდეთ, რომ მე თქვენს მხარდაჭერას ვგრძნობ," - განუცხადა მან ოფიცრებს.

სააგენტოში შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტი ინაუგურაციის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით მივიდა. ანალიტიკოსების შეფასებით, ახალ პრეზიდენტს ერთ ვიზიტზე მეტი დასჭირდება, რომ ურთიერთობები გამოასწოროს დაზვერვის სააგენტოსთან იმ უთანხმოების შემდეგ, რაც მათ შორის რუსეთის მიერ ჰაკერული თავდასხმის გამო მოხდა. გაპრეზიდენტებამდე ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების დაზვერვის ტაქტიკა ნაცისტურ გერმანიას გვახსენებს.

დღის ამბები