07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
"ევროპამ დონალდ ტრამპთან კომპრომისები უნდა მოძებნოს" - ანგელა მერკელი

"ევროპამ დონალდ ტრამპთან კომპრომისები უნდა მოძებნოს," - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ გააკეთა.

"ღრმად მწამს, რომ ყველა ჩვენგანისთვის უკეთესი იქნება, თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ, საერთო წესებსა და ღირებულებებზე დაყრდნობით, საერთაშორისო ეკონომიკურ, სავაჭრო ურთიერთობებში, ჩვენი კავშირების დასაცავად," - განაცხადა ანგელა მერკელმა.

მან ასევე დასძინა, რომ ტრანს-ატლანტიკურ პარტნიორობაზე უარის თქმა სასარგებლო არც ერთი მხარისთვის იქნება. გაპრეზიდენტებამდე ტრამპმა ერთ-ერთ ინტერვიუში მერკელის პოლიტიკას მიგრანტების მიმართ კატასტროფული შეცდომა უწოდა.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს კი ნატო წარსულის გადმონაშთად მოიხსენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები