07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
საფრანგეთის სოციალისტურ პარტიაში შიდაპარტიული არჩევნები დაიწყო

საფრანგეთის სოციალისტურ პარტიაში შიდაპარტიული არჩევნები დაიწყო. პოლიტიკურმა ძალამ პრაიმერის პირველი ტურში პრეზიდენტობის 7 კანდიდატიდან 2 უნდა აირჩიოს. ნომინაციისთვის ქვეყნის უკვე ყოფილი პრემიერი მანუელ ვალსი იბრძვის, რომელმაც თანამდებობა რამდენიმე თვის წინ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის დატოვა.

პრაიმერის მეორე ტური მომდევნო ერთი კვირის ვადაში უნდა ჩატარდეს, რის შემდეგაც სოციალისტური პარტია ერთიან კანდიდატს დაასახელებს, რომელიც 2017 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ანალიტიკოსების პროგნოზით, არჩევნების დღეს ორი ყოფილ პრემიერს - მანუელ ვალსსა და ფრანსუა ფიიონს მარი ლე პენი დაუპირისპირდება.

დღის ამბები