07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
ინდოეთში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა - დაღუპულია 32 ადამიანი

სარკინიგზო კატასტროფას ინდოეთში მსხვერპლი მოჰყვა. ანდ ხრა-პრადეშის შტატში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, შედეგად რამდენიმე ვაგონი ამობრუნდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულია 32 ადამიანი, 100-მდე დაშავებული კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება, რადგან მგზავრების ნაწილი ვაგონების ქვეშ არის მოყოლილი. მომხდარის მიზეზს საგამოძიებო ჯგუფი სწავლობს.

დღის ამბები