07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
ბუქარესტში ღამის კლუბი დაიწვა, შედეგად 40-ზე მეტი ადამიანი დაშავდა

ბუქარესტში ერთ-ერთი პოპულარული ღამის კლუბი დაიწვა. ცეცხლი შენობას გამთენიისას მოედო, როდესაც კლუბში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. ხანძარს კლუბში პანიკა და ჭყლეტვა მოჰყვა.

ოფიციალური პირების განცხადებით, მსხვერპლი არ არის, თუმცა 40-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა ხარისხის ტრავმებითა და დამწვრობებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გაუმართაობაზე. 

დღის ამბები