07 ოქტომბერი 2024,   10:29
ვრცლად
ლიბანის სპეცსამსახურმა მასშტაბური ტერაქტი აღკვეთა

ლიბანის სპეცსამსახურმა მასშტაბური ტერაქტი აღკვეთა. ძალოვანებმა თვითმკვლელი ტერორისტი გააუვნებელყვეს, რომელიც ბეირუთის ხალხმრავალ ქუჩაზე, ერთ-ერთ კაფეში აფეთქების მოწყობას აპირებდა. ოფიციალური პირების ინფრომაციით, ტერორისტს ასაფეთქებელი მოწყობილობა სხეულზე ჰქონდა დამაგრებული და მის ამოქმედებას გეგმავდა, როდესაც მას ძალოვანებმა ესროლეს და დაჭრეს.

ეჭვმიტანილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერებული შემადგენლობა იცავს და დასაკითხად ექიმების ნებართვას ელოდება. გამოძიების ვერსიით, ტერორისტი ისლამური სახელმწიფოს წევრია.

დღის ამბები