07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
ტერაქტი პაკისტანში - საქართველოს პრემიერმა დაღუპულთა ოჯახებს და ხალხს სამძიმარი გამოუცხადა

პაკისტანში მომხდარ ტერაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილმა დაღუპულთა ოჯახებს და პაკისტანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა. 

„შეშფოთებას გამოვთქვამ პაკისტანში, ქალაქ პარაჩინარში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო - აფეთქებას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც. ვუსამძიმრებ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს, პაკისტანელ ხალხს და მთავრობას. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. იმედს ვიტოვებ, რომ ყველა, ვინც ეს სისასტიკე დაგეგმა და განახორციელა, უმკაცრესად აგებს პასუხს,“ - წერს გიორგი კვირიკაშვილი facebook-ის საკუთარ გევრდზე. 

ქალაქ პარაჩინარშს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ტერაქტი შიიტებით დასახლებულ რაიონში ბაზრის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზარდოს, რადგან საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 50-ზე მეტი დაშავებული, მათი ნაწილის მდგომარეობა კი კრიტიკულია. 

დღის ამბები