07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ტერაქტი პაკისტანში - დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია

ქალაქ პარაჩინარში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. ტერაქტი შიიტებით დასახლებულ რაიონში ბაზრის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. დაღუპულთა რიცხვმა 25-ს მიაღწია, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ მსხვერპლი კიდევ გაიზარდოს, რადგან საავადმყოფოებში ამ დრომდე რჩება 50-ზე მეტი დაშავებული, მათი ნაწილის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

გამოძიების ინფორმაციით, ტერორისტებმა აფეთქების მოსაწყობად 12 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება გამოიყენეს. ვარაუდობენ, რომ ტერაქტი თალიბების ორგანიზებულია. დაკავებულია რამდენიმე ადამიანი. მედიის ცნობით, მათ შორის ბაზრის მოვაჭრეებიც არიან.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები