07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
საგანგებო მდგომარეობა ჩილეში - ქვეყანაში ხანძარს ვერ აქრობენ

ჩილეს ხელისუფლებამ ქვეყნის ცენტრალურ რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მიზეზი მასშტაბური ტყის ხანძარია, რომელსაც უკვე ერთი კვირაა ვერ აქრობენ.

ცეცხლი 63 ათასი ჰექტარის მიწის ფართობს უკიდია, აღმოჩენილია 70 კერა. მაშველების თქმით, ძლიერი სიცხისა და ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება.

სტიქიის შედეგად 200 ადამიანია დაშავებული, გადამწვარია 40-მდე სახლი. ჩილეს პრეზიდენტმა დახმარება ფრანსუა ოლანდს სთხოვა, რომელიც ოფიციალური ვიზიტით სანტიაგოში იმყოფება.

დღის ამბები