07 ოქტომბერი 2024,   10:31
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტის მეორე სამუშაო დღე - დონალდ ტრამპმა პირველი ოფიციალური შეხვედრა შეათანხმა

პრეზიდენტის რანგში მეორე სამუშაო დღე დონალდ ტრამპმა ეკლესიაში ვიზიტით დაიწყო. შეერთებული შტატების ლიდერი მეუღლესთან და ვიცე-პრეზიდენტთან ერთად ვაშინგტონის საკათედრო ტაძარში ტრადიციულ საინაუგურაციო წირვას დაესწრო და სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლებს მოუსმინა.

დონალდ ტრამპმა საკათედრო ტაძარი განცხადების გარეშე დატოვა და სამუშაო დღე სახელმწიფო სტრუქტურების სტუმრობით განაგრძო. პირველი უწყება, რომელიც ახალმა პრეზიდენტმა მოინახულა ცენტრალური დაზვერვის სამმართველო იყო, რომელიც რუსეთის ჰაკერული თავდასხმების გამოძიების საქმის გამო, დონალდ ტრამპის კრიტიკის ობიექტი გახდა. პრეზიდენტმა სპეცსამსახურების წარმომადგენლებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და არარსებულ დაპირისპირებაზე ილაპარაკა, რომელიც მისივე თქმით, მედიის მოგონილი იყო.

მთავარი გამარჯვება, რომელიც სამყაროს სჭირდება პრეზიდენტის აზრით, რადიკალური ისლამის დამარცხებაა.

გლობალური ტერორიზმის და უსაფრთხოების საკითხებზე აპირებს საუბარს დონალდ ტრამპთან დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი. ტერეზა მეი პირველი უცხოელი ლიდერი იქნება, რომელსაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში უმასპინძლებს.

ავტორი: თეა თეთრაშვილი. 

დღის ამბები