07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
დონალდ ტრამპი - ყველაფერი აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის შესახებ

მრავალი სახის პროტესტისა და ბრალდების მიუხედავად, დონალტ ტრამპი პრეზიდენტი გახდა.

შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი მდიდარი ბიზნესმენი, ცნობადი ტელესახე და ყვითელი პრესის საყვარელი გმირია. მან თეთრი სახლი 70 წლის ასაკში დაიკავა.

მედიამ ტრამპის მიერ დაწერილი 16 წუთიანი საინაუგურაციო სიტყვა შეაფასა, როგორც მკაცრი, პირდაპირი და რადიკალური გზავნილების მატარებელი.

ინაუგურაციამ მასშტაბური აქციების ფონზე ჩაიარა. ოფიციალური ინფორმაციით, 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ქალებმა ტრამპის წინააღმდეგ პროტესტი არა მხოლოდ ამერიკის ყველა შტატებში, არამედ მთელ მსოფლიოში გამოხატეს.

ტრამპის მთავარი კონკურენტი ჰილარი კლინტონი, რომელსაც ცოტა დააკლდა ამერიკის პირველი პრეზიდენტი ქალი გამხდარიყო, იძულებული გახდა ყოფილი პრეზიდენტის მეუღლის სტატუსით გამოცხადებულიყო ინაუგურაციაზე.

დონალდ ტრამპი 1968 წელს ნიუ-იორკში დაიბადა. განათლების მიღების შემდეგ დონალდიც ოჯახის ბიზნესში ჩაერთო. ასე იწყება იმ ადამიანის ბიოგრაფია, რომელიც პრეზიდენტობამდე იყო ბიზნესმენი, სატელევიზიო პერსონა, პოლიტიკოსი, ქალების მოყვარული, სექსუალურ სკანდალებში გახვეული და სხვა ურთიერთგამომრიცხავი ეპითეტებით შემკული პიროვნება. სანამ ბიზნესით დაკავდებოდა, თურმე ჰოლივუდში წარმატებულ კარიერაზე ოცნებობდა.

ტრამპი პრეზიდენტობამდეც ბრენდად იქცა. მას მარკეტინგის ღმერთსაც უწოდებენ, რომელმაც საუკეთესოდ იცის როგორ გაყიდოს საკუთარი თავი. 

ავტორი: ეკა ქადაგიშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები