07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი წუხს ნატო-ზე ტრამპის მიერ გამოთქმული შეხედულებების გამო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი წუხს ნატო-ზე დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული შეხედულებების გამო. ვალტერ შტაინმაიერი ახალი პრეზიდენტის მიერ BILD-სა და Times of London-თვის მიცემულ ინტერვიუებს გამოეხმაურა. ლაპარაკია ტრამპის მიერ ალიანსის მოძველებულად მოხსენებაზე, რამაც, გერმანელი დიპლომატის თქმით, შეშფოთება გამოიწვია ნატოს 28-ვე წევრ ქვეყანას შორის.

შტაინმაიერის თქმით, ტრამპის განცხადებები ეწინააღმდეგება თავის მიერვე დანიშნული თავდაცვის მდივნის შეხედულებებს. ჯერ კიდევ პრეზიდენტის ფიცის დადებამდე, ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო მოძველებულია იმიტომ, რომ მან ტერორისტული თავდასხმებისგან დაცვა არ უზრუნველყო.

დღის ამბები