07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
სროლა ტეხასის შტატში - დაღუპულია ერთი ადამიანი
ერთი ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა სროლის შედეგად ტეხასის შტატში. ქალაქ სან ანტონიოს სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ორმა პირმა გახსნა. ისინი ასე შეეცადნენ შეიარაღებული ძარცვის შემდეგ დანაშაულის ადგილის დაეტოვებინათ.
 
მათ ორი თვითმხილველი დაედევნა შეჩერების მიზნით, თუმცა ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა. ერთი თავდამსხმელი შეიარაღებულმა გამვლელმა დაჭრა. მეორემ კი მიმალვისას ცეცხლი გახსნა და გაქცევა შეძლო.
 
ინციდენტის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. ყველა მათგანი, მათ შორის ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დღის ამბები