07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
სტიქიას შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა 

სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა სტიქიური უბედურების შედეგად შეერთებული შტატების სამხრეთ რეგიონებში.

ჯორჯიის შტატში ძლიერმა ქარმა და ტორნადომ ნგრევა გამოიწვია. მისისიპიში კი, სადაც ქარის სიჩქარე 218 კილომეტრ საათი იყო, 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში ამინდის გაუარესებას ჩრდილოეთ ფლორიდაში, ჯორჯიისა და კაროლინას სამხრეთ რაიონებშიც ვარაუდობენ.

დაღუპულთა ოჯახებს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიუსამძიმრა.

დღის ამბები