07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
საფრანგეთის "სოციალისტური პარტიის" წინასწარი არჩევნების პირველ ტურში ბენუა ამონი და მანუელ ვალსი ლიდერობენ

საფრანგეთის სოციალისტური პარტიის წინასწარი არჩევნების პირველ ტურში ქვეყნის ყოფილი განათლების მინისტრი ბენუა ამონი და ყოფილი პრემიერმინისტრი მანუელ ვალსი ლიდერობენ.

ამონს პარტიის მხარდამჭერთა 35-მა, ხოლო ვალსს 31-მა პროცენტმა მისცა ხმა.

პოლიტოლოგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კონსერვატორი ფრანსუა ფიიონი და ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარი ლეპენი იბრძოლებენ.

პრაიმერის მეორე ტური 29 იანვარს გაიმართება.

დღის ამბები