07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
დონალდ ტრამპი კონგრესის ლიდერებს თეთრ სახლში უმასპინძლებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტის პირველი სამუშაო კვირა კონგრესის ლიდერებთან შეხვედრით დაიწყება. დონალდ ტრამპი მათ თეთრ სახლში უმასპინძლებს.

დღის წესრიგში განსახილველ საკითხებს შორის ახალი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება.

კაპიტოლიუმში კი უკვე მოამზადეს ახალი კანონპროექტი, რომელიც პრეზიდენტს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმებას უკრძალავს. დოკუმენტს სენატში განსახილველად ამ კვირაში შეიტანენ. კანონმდებლები ახალი კაბინეტის წევრთა ფინანსურ აქტივებსაც შეისწავლიან.

კვლავ საკამათო თემად რჩება ინაუგურაციაზე მისული ხალხის რაოდენობა. ამერიკულმა მედიამ აჩვენა კაპიტოლიუმის წინ დარჩენილი ცარიელი ადგილები. განმარტებები ჯერ თეთრ სახლში გაკეთდა, შემდეგ კი ამ თემაზე ტელეინტერვიუში ილაპარაკა არჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა. 

თავად ტრამპი ქალთა მარშს სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა. მან Twitter-ში რამდენიმე კომენტარი დაწერა და ერთ-ერთი სწორედ მარშის მონაწილეთა რაოდენობას ეხებოდა.

მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა დონალდ ტრამპის შეხვედრა ძალოვანებთან. განსაკუთრებით კი მისი დამოკიდებულება ფედერალური საგამოძიებო ხელმძღვანელის მიმართ.

ჯეიმს კომი, რომელმაც საარჩევნო კამპანიის დროს ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, პრეზიდენტმა თეთრ სახლში მიღების დროს განსაკუთრებით შეაქო.

ავტორები:თამარ ჭავჭავაძე, მალხაზ მეგრელიშვილი

დღის ამბები