07 ოქტომბერი 2024,   10:26
ვრცლად
ყაზახეთის დედაქალაქში სირიის კრიზისთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს

ყაზახეთის დედაქალაქში სირიის კრიზისთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შეთანხმებას მხარეებმა რუსეთის, თურქეთისა და ირანის შუამავლობით მიაღწიეს. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოპოზიციის დელეგაციაში შეიარაღებული დაჯგუფებების მებრძოლები შედიან.

შეხვედრას გაეროს სპეც წარმომადგენელი და ყაზახეთში შეერთებული შტატების ელჩიც ესწრებიან.

ცნობილია, რომ ოპოზიცია სირიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირისპირ მოლაპარაკებას არ გეგმავს.

შეხვედრის დაწყებამდე სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები ისევ დაიბომბა. ავიაციამ იერიშები ჰამასა და ჰომსის პროვინციებზე მიიტანა. 

დღის ამბები