07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
დონალდ ტრამპის პირველი სამუშაო კვირა და დაპირებები კომპანიების წარმომადგენლებს

პირველი სამუშაო კვირა დონალდ ტრამპმა ბიზნეს ლიდერებთან შეხვედრით დაიწყო. შეერთებული შტატების პრეზიდენტი კომპანიის ხელმძღვანელებს დაჰპირდა, რომ მნიშვნელოვნად შეამცირებს რეგულაციებსა და გადასახადებს მათთვის, ვინც ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ქმნის. იმ კომპანიებს კი, რომლებსაც წარმოება ქვეყნის ფარგლებს გარეთ გააქვთ, საზღვრის გადასახადს დაუწესებს.

დღესვე დონალდ ტრამპი თეთრ სახლში კონგრესის ლიდერებს უმასპინძლებს და რამდენიმე ბრძანებულებასაც მოაწერს ხელს. ერთ-ერთი დადგენილება, სავარაუდოდ, ტრანს-წყნარი ოკეანის სავაჭრო პარტნიორობის შეთანხმებიდან შეერთებული შტატების გასვლას შეეხება.

დღის ამბები