07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
საგარეო ურთერთობების კომიტეტმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ლექს ტილერსონს მხარი დაუჭირა

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთერთობების კომიტეტმა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ლექს ტილერსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. თუმცა, ტილერსონი მიუღებელი აღმოჩნდა კომიტეტის დემოკრატი წევრებისთვის.

შეერთებულ შტატებს ახალი სახელმწიფო მდივანი მხოლოდ მას მერე ეყოლება, რაც ტილერსონს სენატი მხარდაჭერას გამოუცხადებს.

ცნობილია, რომ პუტინთან კარგი ურთიერთობის გამო კრიტიკის მიუხედავად, სენატორები ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი ტილერსონს მხარს დაუჭერენ.  

დღის ამბები