07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
ლონდონის აღმოსავლეთით მომხდარი აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

ბოლო მონაცემებით, 7 ადამიანი დაშავდა აფეთქებისა და ხანძრის შედეგად ლონდონის აღმოსავლეთით, ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში. ხანძარს რამდენიემე საათის განმავლობაში, 70-მდე მეხანძრე ებრძოდა. საჭირო გახდა 40-ზე მეტი ოჯახის ევაკუაცია.

პოლიცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ არის 2 ეჭვმიტანილი, რომელთა დაუდევრობასაც ბრალდება მომხდარი, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია.

სავარაუდოდ, ხანძარი გაზის ბალონის აფეთქების შედეგად გაჩნდა.

დღის ამბები