07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
მოვუწოდებ პრემიერ კვირიკაშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები - EPP-ის პრეზიდენტი

ვწუხვარ სხვა პოლიტპატიმრებზე, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოში -ამის შესახებ ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლიმ, ევროპული საქართველოს ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დოლიმ საქართველოს პრემიერმინისტრს მოუწოდა სასწრაფოდ გაათავისუფლოს წინა ხელისუფლების პოლიტიკური ლიდერები. 

"დღეს შევხვდი დავით ბაქრაძეს, გიგა ბოკერიას, გიგი წერეთელსა და გიგი უგულავას, მათ წარმომიდგინეს საკუთარი ახალი პოლიტიკური პროექტი ევროპული საქართველო. მოხარული ვარ, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას ნახვით, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გათავისუფლდა 2,5 წლიანი პატიმრობიდან. ვწუხვარ სხვა პოლიტპატიმრებზე, რომლებიც დაკავებულები არიან საქართველოში და მოვუწოდებ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ისინი" - წერს ჯოზეფ დოლი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე.

დღის ამბები