07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
თავდაცვის მინისტრი ფინეთში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

თავდაცვის მინისტრი ფინეთში იმყოფება. ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ჰელსინკში ორმხრივი შეხვედრები გამართა.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
დელეგაცია ფინეთის შემდეგ, ოფიციალურ ვიზიტს შვედეთსა და ესტონეთში განაგრძობს.

„დავსახეთ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობის სფეროები და მომავალში ვაპირებთ ამ სფეროებში უკვე კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. იქნება ეს ერთობლივი წვრთნები, სტრატეგიული განხილვა თუ სხვა. ამაზე მზაობა არსებობს და ჩვენი ვალდებულებაა ამ ურთიერთობის გაღრმავება და ინტესიფიკაცია,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

დღის ამბები