07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
მინესოტას გუბერნატორი სიტყვით გამოსვლისას შეუძლოდ გახდა

მინესოტას გუბერნატორი სიტყვით გამოსვლისას შეუძლოდ გახდა. მარკ დეიტონ ტრიბუნასთან დაეცა. ინციდენტი მინესოტას შტატის საკანონმდებლო ორგანოში მოხდა.

40 წუთიანი გამოსვლის შემდეგ, 69 წლის მარკ დეიტონმა მოულოდნელად სიტყვა შეწყვიტა, გონება დაკარგა და ტრიბუნას თავი დაარტყა.

გუბერნატორს პირველადი დახმარება კონგრესმენებმა აღმოუჩინეს. მისი სპიკერის განცხადებით, მარკ დეიტონმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა.

ის სახლში მკურნალობს და საქმიანობას უახლოეს მომავალში დაუბრუნდება.

დღის ამბები