07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
Dior-ის მოდის სახლის მთავარმა დიზაინერმა საზოგადოებას ამ რანგში მისი პირველი კოლექცია წარუდგინა

Dior-ის მოდის სახლის მთავარმა დიზაინერმა საზოგადოებას ამ რანგში მისი პირველი კოლექცია წარუდგინა. მარა გრაცია ჩიური პირველი ქალი დიზაინერი გახდა, რომელმაც Dior-ში ეს თანამდებობა დაიკავა.

იტალიელი დიზაინერი 17 წლის განმავლობაში Valentino-ს სახლში მუშაობდა. მან Dior-ის სადებიუტო დეფილესთვის პარიზის როდენის მუზეუმი შეარჩია და შენობაში ზღაპრული გარემო შექმნა. პირველი ე.წ. "ოტ კუწურ" კოლექციაც ზღაპრის თემაზეა შექმნილი.

ჩიური განმარტავს, რომ შთაგონების წყარო ზღაპრებში აღწერილი ლაბირინთები და პრინცესები გახდნენ.

უახლოესი სამი დღის განმავლობაში პარიზში ე.წ. "ოტ კუწურ" კოლექციებს მსოფლიო მოდის ყველაზე გავლენიანი ბრენდები წარადგენენ, მათ შორის CHANEL, GIORGIO ARMANI და Valentino.

დღის ამბები