07 ოქტომბერი 2024,   10:34
ვრცლად
ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ დაიწყებს

ბრიტანეთის მთავრობა ევროკავშირიდან გასვლის პროცედურას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვერ დაიწყებს. ქვეყნის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე მუხლის ასამოქმედებლად საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კენჭისყრა უნდა გაიმართოს.

ხელისუფლებას ბრექსიტის პროცედურის დასაწყებად ვადა 31 მარტამდე აქვს და სავარაუდოდ, პარლამენტარები კენჭს მანამდე უყრიან.

დღევანდელი გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა ხელისუფლება, თუმცა პირობას დებს, რომ მას სრულად დაემორჩილება.

დღის ამბები