07 ოქტომბერი 2024,   10:25
ვრცლად
იტალიაში ზვავის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

იტალიაში ზვავის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. სასტუმროს ნანგრევებში, რომელიც ზვავმა დაანგრია მაშველებმა კიდევ 5 დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს.

ზვავი იტალიის მთიან რეგიონში, გრან სასოს კურორტზე გასულ კვირას მომხდარი მიწისძვრის შემდეგ ჩამოწვა. თოვლის მასამ სამსართულიანი სასტუმრო საძირველს მოწყვიტა და 10 მეტრით გადააადგილა. იმ დროს შენობაში 30-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

სამაშველო ოპერაციის დროს მაშველებმა 11 ადამიანი და სამი ლეკვი გადაარჩინეს, 15 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. 

 

დღის ამბები