07 ოქტომბერი 2024,   10:24
ვრცლად
იტალიაში სამაშველო ვერტმფრენის ჩამოვარდნას 6 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა. რომის მახლობლად, მთიან რეგიონში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რომელსაც კამპო ფელისის სამთო-სათხილამურო კურორტზე დაშავებული ტურისტი საავადმყოფოში გადაჰყავდა.

პოლიციის ინფრომაციით, ავიატაკასტროფას ვერავინ გადაურჩა. შემთხვევის ადგილზე მაშველებმა 6 გარდაცვლილის ცხედარი აღმოაჩინეს.

ვერტმფრენის კატასტროფის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. თვითმხილველების ინფორმაციით, ვერტმფრენი ჰაერში აფეთქდა. თუმცა არ გამორიცხავენ უამინდობის ვერსიასაც.

რეგიონში, სადაც სამაშველო ჯგუფი დაშავებული ტურისტისთვის გამოიძახეს, ამ დრომდე ძლიერი ნისლია.

დღის ამბები