07 ოქტომბერი 2024,   10:34
ვრცლად
ამერიკის კინოაკადამიამ ოსკარის ნომინანტები დაასახელა

ოსკარის ნომინანტები დასახელებულია. ამერიკის კინოაკადემიამ წელს ნომინანტების გამოცხადების ტრადიცია დაარღვია. პირდაპირი ეთერის ნაცვლად, რჩეული ფილმები, რეჟისორები და მსახიობები ოსკარზე წინა წლის გამარჯვებულებმა ვიდეოჩანაწერებით წარადგინეს.

წლის საუკეთესო კინონამუშევრებს შორის საკუთრი ფავორიტები ამერიკის კინოაკადემიამ 89-ედ დაასახელა.

წლის ერთ-ერთი ყევლაზე გახმაურებული ნამუშევარი, ახალგაზრდა რეჟისორის დემიენ შაზელის მიუზიკლი, 7 ოქროს გლობუსის მფლობელი ლალა ლენდი, ამერიკის კინოაკადემიამ 14 ნომინაციაზე წარადგინა. მათ შორის მთავარ კატეგორიებში.

მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაზე წელს წარდგენილები არიან: ქეის აფლეკი, ენდრიუ გარფილდი, ვიგო მორტანსენი, დენზელ ვაშნგტონი და რაიან გოსლინგი. მთავარ კატეგორიაში მოხვდა, რაიან გოსლინგის პარტნიორი ემა სტოუნიც. 

ლალა ლენდის ვარსკვლავთან ერთად მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალის ნომინაციაზე წარდგენილები არიან იზაბელ იუპერი, რუთ ნეგა, ნატალი პორტმანი და ოსკარების ისტორიაში ყველაზე ბევრჯერ ნომინირებული მსახიობი - მერილ სტრიპი ამერიკის კინო აკადემიამ საუკეტესო მსახიობ ქალთა შორის მეოცედ დაასახელა.

წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის საუკეთესოებს 24 ნომინაციაში 26 თებერვალს დაასახელებენ. ოსკარების გადაცემის საზეიმო 89-ე ცერემონიას ჯიმი კიმელი გაუძღვება.

 

 

ავტორი: სალომე ბენაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები