07 ოქტომბერი 2024,   10:33
ვრცლად
ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის დაკავება კიევში აქციით გააპროტესტეს

ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის დაკავება გააპროტესტეს კიევში.  საქართველოს საელჩოსთან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი ოფიცრები და ქართული დიასპორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

მათ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისგან საქართველოს მოქალაქის დაცვა მოითხოვეს.

აქციის მონაწილეები ითხოვდნენ განმარტებებსაც თუ როგორ მოხვდა რუსი ძალოვანების ხელში ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ საქართველოს ოფიციალურ უწყებებს აქვთ.

"გია ცერცვაძის მსგავსი ადამიანები იცავენ სწორედ საქართველოს ღირსებას, საქართველოს თავისუფლებას და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მე ვარ ამაყი, რომ გია ცერცვაძე არის დღეს ქართველი და ის იბრძვის თუნდაც ციხის გისოსებში ისევ საქართველოს თავისუფლებისთვის,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, გიორგი ნოზაძემ. 

დღის ამბები