07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
აშშ-ის შემდეგ შესაძლოა, რუსეთმა არჩევნებზე გავლენის მოხდენა ევროპის ქვეყნებშიც სცადოს - ტელეგრაფი

ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ შესაძლოა, რუსეთმა არჩევნებზე გავლენის მოხდენა უკვე ევროპის ქვეყნებშიც სცადოს. ბრიტანული ტელეგრაფი შპიგელზე დაყრდნობით წერს, რომ საუბარია გერმანიაში, ნიდერლანდებსა და საფრანგეთში მოახლოებულ არჩევნებზე.

ნომერ პირველ სამიზნედ კი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელია დასახელებული, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მხარდაჭერის გამო.

სტატიის თანახმად, ბოლო პერიოდში ევროკავშირის მიერ სპეციალურად რუსულ პროპაგანდასთან საბრძოლველად შექმნილმა სააგენტომ უამრავი ყალბი ცნობა გამოავლინა.

”სტატიები ყოველდღიურად, სხვადასხვა ენაზე იბეჭდება და მიმართულია ევროკავშირის, ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ” - წერს ტელეგრაფი

დღის ამბები