07 ოქტომბერი 2024,   10:30
ვრცლად
უსაფრთხოება და მიგრანტები-დონალდ ტრამპი დღეს ხელს ორ ბრძანებას მოაწერს

დონალდ ტრამპი დღეს ორ ბრძანებას მოაწერს ხელს, რომელიც უსაფრთხოებისა და მიგრანტების საკითხებს ეხება.

საკუთარი გეგმები შეერთებული შტატების პრეზიდენტმა  Twitter-ის საშუალებით დაანონსა. ერთ-ერთი გადაწყვეტილება მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობას და სასაზღვრო სამსახურის პერსონალის გაზრდას ეხება.

ტრამპის გარემოცვაში აცხადებენ, რომ კედლის ასაგებად დაფინანსება იმ თანხიდან გამოიყოფა, რომელსაც ვაშინგტონი მექსიკის სახელმწიფოს დახმარების სახით აძლევს.

მექსიკის გარდა მიგრანტების ნაკადის შეჩერებას დონალდ ტრამპი ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდანაც გეგმავს. მედიის ცნობით, პრეზიდენტი ხელს მოაწერს განკარგულებას, რომელიც დევნილებს შეერთებულ შტატებში შესვლას შეუზღუდავს, მათ შორის იმ პირებსაც ვისაც ამერიკის ვიზები უკვე მიღებული აქვს.

დღის ამბები