07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
მექსიკა აშშ-ის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას არ აპირებს

მექსიკა შეერთებული შტატების საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსებას არ აპირებს. განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის მიერ საზღვრის დაცვის შესახებ ბრძანებულების ხელმოწერის შემდეგ გააკეთა.

ენრიკე ნიეტომ მწუხარება გამოთქვა ამერიკელი კოლეგის გადაწყვეტილების გამო, თუმცა აღნიშნა, რომ მექსიკა არანაირი კედლისთვის დაფინანსებას არ გამოყოფს.

ტელე მიმართვაში მექსიკის პრეზიდენტს 31 იანვარს ვაშინგტონში, დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმების ან გადადების შესახებ არაფერი უთქვამს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის გეგმის თანახმად, კედლის მშენებლობა თავდაპირველად ქვეყნის ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა დროთა განმავლობაში ხარჯებს მექსიკა 100 პროცენტით აანაზღაურებს.

დღის ამბები