07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
კედელი მექსიკის საზღვართან - დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას საპროტესტო აქციების ტალღა მოყვა

ამერიკელები დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მექსიკის საზღვრის გასწვრივ კედლის აშენების განკარგულება გასცა, რასაც ქვეყნის დიდ ქალაქებში დემონსტრაციები მოყვა. 

„ჩვენს სამხრეთ საზღვართან გვაქვს კრიზისი, ცენტრალური ამერიკიდან არალეგალი მიგრანტების უპრეცედენტო მოზღვავებაა. საშინაო უსაფრთხოების მინისტრი ჩემთან და ჩემს გუნდთან თანამშრომლობით საზღვრის კედლის დაუყოვნებლივ შენებას დაიწყებს,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის განკარგულება თეთრ სახლთან გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების აზრით, ამერიკა უნდა იყოს ადგილი, სადაც „ოცნებით და იმედებით ჩამოდიხარ“. მათი აზრით, ამერიკა სწორედ ემიგრანტებზეა დაფუძნებული და კედლის აშენება მიუღებელია.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის განკარგულების მიხედვით, ამერიკა-მექსიკის საზღვართან სპეციალური დაკავების ადგილები გაიხსნება, სადაც მოსამართლეები განაწილდებიან. განკარგულება ასევე 5000 დამატებითი სასაზღვრო პატრულის დაქირავებას ითვალისწინებს.

ავტორი: დავით ნიკურაძე

დღის ამბები