07 ოქტომბერი 2024,   10:21
ვრცლად
დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე ნიუ-იორკში ცნობილი მსახიობი შაია ლაბაფი დააკავეს

დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციაზე ნიუ-იორკში ცნობილი მსახიობი შაია ლაბაფი დააკავეს. ინაუგურაციის შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ მუზეუმთან ვარსკლვლავმა პროექტი წამოიწყო, რომელიც ინტერნეტში ონლაინ რეჟიმში გადაიცემა. მასთან გამვლელები მიდიან და დონალდ ტრამპის პოლიტიკის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

გამთენიისას კი ლაბაფს საუბარში უცნობი ახალგაზრდა ჩაეჭრა და განაცხადა, რომ ჰიტლერს ცუდი არაფერი გაუკეთებია. მსახიობმა ამის გამო მას ხელი ჰკრა, რაც დაკავების მიზეზი გახდა. ის პოლიციელებმა შემთხვევის ადგილიდან ხელბორკილით გაიყვანეს. დაკავების მიუხედავად აქცია ისევ გრძელდება და მხარდამჭერები ლაბაფის გათავისუფლებას მოითხოვენ.

დღის ამბები