07 ოქტომბერი 2024,   10:32
ვრცლად
დონალდ ტრამპმა მექსიკის საზღვრის გასწვრივ გამყოფი კედლის მშენებლობის განკარგულებას ხელი მოაწერა

პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებიდან მეექვსე დღეს დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა და მექსიკის საზღვრის გასწვრივ გამყოფი კედლის მშენებლობის განკარგულებას ხელი მოაწერა. ცერემონია უსაფრთხოების დეპარტამენტში, უწყების ახალი ხელმძღვანელის ჯონ კელის ფიცის დადების შემდეგ გაიმართა. დონალდ ტრამპის განცხადებით, კედლის აშენებით მექსიკაც და ამერიკაც, არალეგალი ემიგრანტებისა და ნარკოდილერებისგან უფრო დაცული იქნება.

მას შემდეგ რაც ტრამპმა კედლის მშენებლობის განკარგულება გასცა, შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.

პრეზიდენტის განკარგულებებს კონგრესის მხარდაჭერა ესაჭიროება. გეგმის თანახმად დამცავი კედელი მექსიკის მთლიანი საზღვრის გასწვრივ, 3200 კილომეტრზე აშენდება, დახარჯულ თანხას კი შეერთებულ შტატებს მექსიკა აუნაზღაურებს. თუმცა თავად მექსიკის პრეზიდენტი ვაშინგტონისთვის ფულის გადახდას არ აპირებს. მოსახლეობისადმი მიმართვაში მან დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას სამწუხარო უწოდა.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე, დავით ნიკურაძე. 

დღის ამბები