07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
აშშ-ის პრეზიდენტი მექსიკიდან საქონლის იმპორტზე 20%-იანი გადასახადის დაწესებას აპირებს

შეერთებული შტატების პრეზიდენტი მექსიკიდან საქონლის იმპორტზე 20%იანი გადასახადის დაწესებას აპირებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს მდივანმა შონ სპაისერმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ გზით შეერთებული შტატები წელიწადში 10 მილიარდ დოლარამდე მოგებას ნახავს, რითაც მექსიკის საზღვართან კედლის დაფინანსება შესაძლებელი გახდება.

მექსიკის პრეზიდენტი მშენებლობის დაფინანსებაზე უარს აცხადებს. დაძაბულობის ფონზე, მან დონალდ ტრამპთან დაგეგმილი შეხვედრაც კი გააუქმა.

დღის ამბები