07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
"მედიამ უხერხულად და დამცირებულად უნდა იგრძნოს თავი, მოკეტოს და მოისმინოს" - ტრამპის მრჩეველი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შემდეგ, მედიაზე იერიში მისმა სტრატეგიულმა მრჩეველმა მიიტანა. სტიევნ ბენონმა მასმედიას ოპოზიციური პარტია უწოდა და ურჩია საერთოდ გაჩუმდეს.

სკანდალური განცხადება, ტრამპის მრჩეველმა  New York Times-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, მედიამ თავი შეირცხვინა, როდესაც მხარს უჭერდა ჰილარი კლინტონს და არჩევნებზე დონალდ ტრამპის გამარჯვება ვერ იწინასწარმეტყველა.

"მედიამ უხერხულად და დამცირებულად უნდა იგრძნოს თავი, მოკეტოს და მოისმინოს," - განაცხადა სტივენ ბენონმა.

მისი თქმით, მასმედია ოპოზიციური პარტიაა, რომელიც ვერ აცნობიერებს რა სჭირდება ქვეყანას და რატომ გახდა დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

დღის ამბები