07 ოქტომბერი 2024,   10:28
ვრცლად
დონალდ ტრამპი ტერეზა მეის თეთრ სახლში უმასპინძლებს

ტერეზა მეი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელსაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტის რანგში თეთრ სახლში უმასპინძლებს. მოლაპარაკებების მთავარი თემა ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების სავაჭრო ურთიერთობები და გლობალური გამოწვევები იქნება.

ხვალ კი დონალდ ტრამპი ევროპის სხვა ლიდერებს ტელეფონით გაესაუბრება. მათ შორის იქნებიან გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი. ცნობილია, რომ ხვალ სატელეფონო საუბარი შედგება შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის. FOX-NEWS-თვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მოსკოვთან ურთიერთობის დალაგების სურვილი.

პის ადმინისტრაციაში უკვე გაკეთდა მინიშნებები რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესაძლო გაუქმების შესახებ. ვრცელდება ინფორმაციაც, რომ შესაბამისი განკარგულების პროექტიც უკვე მომზადებულია.

ვაშინგტონის ანალიტიკურ წრეებში აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა პირველივე სამუშაო კვირაში რადიკალურად შეცვალა შეერთებული შტატების სავაჭრო, საემიგრაციო და საგარეო პოლიტიკის მიმართულებები.

დონალდ ტრამპი სამუშაო კვირას დაბალი რეიტინგით ასრულებს. ბოლო სოციოლოგიური კვლევის თანახმად პრეზიდენტის მიერ შესრულებული სამუშაოებით გამოკითხულთა მოხლოდ 36-მა პროცენტია კმაყოფილი.

ავტორი: თამარ ჭავჭავაძე.

დღის ამბები