07 ოქტომბერი 2024,   10:27
ვრცლად
დღეს ტრამპის და პუტინის პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი შედგება

დღეს აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი შედგება.  

ამის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, დაადასტურა. 

აქამდე იყო მოლოდინი, რომ ტრამპის და პუტინის პირველი ოფიციალური საუბარი არა ტელეფონით, არამედ  პირისპირ გაიმართებოდა და ის რომელიმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე გაიმართებოდა.  შეხვედრის სავარაუდო ადგილად რეიკიავიკი დასახელდა. თუმცა, ეს ინფორმაცია არც ერთ მხარეს ოფიციალურად არ დაუდასტურებია.

ტრამპი უკვე შეხვდა ვაშინგტონში გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრს. მომავალ კვირაში კი რამდენიმე შეხვედრაა დანიშნული.      

 

 

დღის ამბები