07 ოქტომბერი 2024,   10:22
ვრცლად
რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია - დონალდ ტრამპი

"რუსეთისთვის სანქციების მოხსნაზე საუბარი ნაადრევია," -  ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრ ტერეზა მეისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

„რამდენადაც ვიცი, ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი დაგეგმილია. ვნახოთ, რა გამოვა. რაც შეეხება სანქციებს, ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ყველა ქვეყანასთან კარგი ურთიერთობები გვექნება... გარანტიები არ არის, მაგრამ თუ შევძლებთ ამის მიღწევას, ეს დადებითი იქნება,“ - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასიხოდ, არის თუ არა მზად, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოხსნას. 

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ის პირველ რიგში ამერიკელი ხალხის ინტერესებს დაიცავს. 

"ვაპირებ, მტკიცედ წარმოვადგინო ამერიკელი ხალხის ინტერესები. თუ ჩვენ რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან კარგი ურთიერთობები გვექნება, თუ ჩვენ ერთად დავუპირისპირდებით „ისლამურ სახელმწიფოს“, რომელიც უნდა შევაჩეროთ, ეს კარგია და არა ცუდი,“ - განაცხადა ტრამპმა. 

დღის ამბები