07 ოქტომბერი 2024,   10:23
ვრცლად
ჰავაიზე ვულკანმა გაიღვიძა

ჰავაიზე ვულკანმა გაიღვიძა. კულა-უეას კრატერიდან უკვე ცეცხლოვანი ლავა იფრქვევა და ოკეანეში ჩაედინება.

სანახაობა ამერიკელმა ენთუზიასტებმა გადაიღეს. ისინი ბუნებრივი მოვლენების შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ და კადრების გადასაღებად კულა-უეას მცირე ზომის თვითმფრინავით შემოუფრინეს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ვულკანი საფრთხეს არ უქმნის ადგილობრივებს, თუმცა მიმდებარე ტერიტორიაზე მიახლოვება აკრძალულია. 

დღის ამბები