07 ოქტომბერი 2024,   10:34
ვრცლად
ერაყის არმიამ მოსულის ცენტრალურ რაიონებზე კონტროლი აღადგინა

ერაყის არმიამ მოსულის ცენტრალურ რაიონებზე კონტროლი აღადგინა. სამხედრო მეთაურობის განცხადებით, ქალაქის დიდი ნაწილი ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებისგან თავისუფალია.

კონტრტერორისტულმა ქვედანაყოფმა სახელმწიფო შენობებიდან ISIS-ის დროშები ჩამოხსნა და ეროვნული დროშები აღმართა.

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქი ორი წლის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების კონტროლის ქვეშ იყო.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის გათავისუფლების ოპერაცია არმიამ ოქტომბერში საერთაშორისო კოალიციის მხარდაჭერით დაიწყო. ბრძოლების შედეგად ISIS-ის ასობით ობიექტი განადგურდა, ათასობით მებრძოლი კი ლიკვიდირებულია.

 

 

 

 

დღის ამბები